სოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 1200 მ. სოფელთან დგას ხუროთმოძღვრების ძეგლი კაბენი.
istoria
წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში. გადმოცემით, სოფელში ცხოვრობდა ცხრა ძმა ხერხეულიძე. 1961 წელს კიკეთში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. 2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის კოჯრის თემს. 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 207 კაცი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
2002 |
173 |
2014 |
207 |
kurorti
კიკეთი ადგილობრივი მნიშვნელობის საბავშვო კურორტია. იცის ზომიერად რბილი ზამთარი, თბილი და მშრალი ზაფხული. სეზონი - ზაფხული. |